ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემის 3 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ოფიციალური წყაროები ამ ეტაპზე ამას არ ადასტურებენ. ჯამში რუსეთში Covid-19-ით 63 ადამიანია ინფიცირებული.
კომენტარები