რუსეთში, კემეროვოს ოლქში ერთ-ერთ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი აცრა გაუკეთდა. ამის შესახებ რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელენა ზელენინამ განაცხადა.
„დაავადება დაფიქსირდა ვაქცინაციიდან მეხუთე-მეექვსე დღეს, შესაბამისად, საინკუბაციო პერიოდის გათვალისწინებით, არასწორია იმის თქმა, რომ ეს ვაქცინაციას უკავშირდება. იმუნიტეტის გამომუშავება პირველი აცრის შემდეგ იწყება, თუმცა საბოლოოდ ის ადამიანის ორგანიზმში მეორე აცრის შემდეგ ყალიბდება“, – აცხადებს ელენა ზელენინა.
ექიმების ინფიცირების მსგავსი შემთხვევები მანამდე ალთაის მხარეში დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის არასაკმარისი დრო იყო გასული.
კომენტარები