რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 658 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5389-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 355 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები რუსეთის 79 რეგიონშია დაფიქსირებული. რაც შეეხება დედაქალაქს, გასული 24 საათის განმავლობაში მოსკოვში ინფიცირების 536 შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 3893 შეადგინა.
კომენტარები