რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი ვირუსით ინფიცირების 8 764 შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 308 705 შემთხვევა დადასტურდა.
რაც შეეხება კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 135 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 972-მდე გაზარდა.
კომენტარები