რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაცია სხვადასხვა რუსულ მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობით, არიან დაჭრილებიც.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, შემდეგ კი სკოლის მოსწავლეებს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის შვიდი ბავშვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა 21 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მოტივი უცნობია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
კომენტარები