ინტერფაქსი“ იუწყება, რომ რუსეთში ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ლგბტ პროპაგანდა იკრძალება.
შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო, რომელმაც პირველი მოსმენით კანონი დაამტკიცა ლგბტ და პედოფილიის პროპაგანდის, ასევე ლგბტ ინფორმაციის დემონსტრაციის აკრძალვის შესახებ, რომელიც სქესის შეცვლის პროპაგანდას შეიცავს.
დამატებითი მოთხოვნები დაწესდება რეკლამასთან დაკავშირებით, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
საერთო ჯამში დუმას ცვლილებები 5 კანონში შეაქვს. ლგბტ პროპაგანდისთვის ფიზიკური პირები 50-დან 400 – ათას რუსული რუბლით (800 – 6400 აშშ დოლარი), თანამდებობის პირები 100 ათასიდან 800 ათას რუბლამდე (1600 – 12800 აშშ დოლარი), ხოლო იურიდიული პირები 800 ათასიდან 5 მლნ რუბლამდე (12 800 – 81 000 აშშ დოლარი) დაჯარიმდებიან.
რაც შეეხება პედოფილიის პროპაგანდას, იქ ჯარიმები 200 ათასი რუბლიდან (3200 აშშ დოლარი) იწყება და იურიდიული პირებისთვის 4 მლნ რუბლს (64 800 აშშ დოლარი) აღწევს.
უცხოეთის მოქალაქეები ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთის ფარგლებს გარეთ იყვნენ გაძევებულები.
კანონის მოქმედება ეხება ინტერნეტს, მედიას, წიგნებს, აუდიო-ვიზუალურ სერვისებს, კინემატოგრაფიას და რეკლამას.
კომენტარები