რუსეთში ახლად გახსნილ რესტორანს – “გემრიელია და წერტილი”, რომელმაც McDonald’s ჩაანაცვლა, კარტოფილი ფრის დეფიციტი აქვს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კომპანიის განმარტებით, ცუდი მოსავლის გამო, მათ ფრის მოსამზადებლად შესაბამისი კარტოფილის ჯიშის დეფიციტი აქვთ და მოუწევთ, რომ ჩამნაცვლებელი ჯიშის კარტოფილი მოიძიონ. კომპანიის თქმით, ელოდებიან, რომ ფრი მენიუში შემოდგომისთვის ისევ დაბრუნდება.
McDonald’s-მა რუსული ბაზარი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა. მის ნაცვლად ახალი სწრაფი კვების ობიექტი – “გემრიელია და წერტილი” ივნისში გახსნეს.
კომენტარები