– რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავში 2 თოლია აღმოაჩინეს. ამიტომ,რუსეთის ქალაქ ეისკში, სუ-34 თვითმფრინავის ჩამოვარდნა ძრავში თოლიების გაჭედვამ გამოიწვია.
“სუ-34-ის ძრავებში აფრენის მომენტში ორი ზღვის თოლია გაიჭედა. მათი ნაწილები აღმოაჩინეს თვითმფრინავის ფრაგმენტების შესწავლისას. ამ გარემოებამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავში, რასაც მისი ჩამოვარდნა მოჰყვა.” აცხადებენ რუსული უსაფრთხოების სააგენტოები.
შეგახსენებთ, ავიაკატასტროფა ეისკში 17 ოქტომბერს მოხდა. სუ 34 საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, დაიღუპა 13 მოქალაქე, მათგან 3 ბავშვი, დაშავდა – 19.
კომენტარები