საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთში წმენდა გრძელდება. დღეს დილით საერთაშორისოდ ძებნილი, ტერორიზმში ბრალდებული იგორ გირკინი (სტრელკოვი) დააკავეს. გირკინი 2014 წელს მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი და დონეცკელი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო – აგრესიითა და ტერორით გამორჩეული – ხოლო მიმდინარე ომის დაწყებიდან კრემლს აქტიურად აკრიტიკებდა და უფრო აგრესიული ქმედებებისაკენ მოუწოდებდა ოფიციალურ მოსკოვს. მეტიც, ომის ამგვარი განვითარების შემთხვევაში ის რუსეთის ტოტალურ მარცხსაც პროგნოზირებდა. თუმცა ბოლო ხანებიდან კრიტიკამ იმდენად მწვავე ფორმა მიიღო, რომ მისი არსებობა აშკარად საშიში გახდა. არადა, არსებობდა ვარაუდი, რომ გირკინს ზურგს ფსბ უმაგრებდა ზურგს. მაგრამ ცხადი ხდება, რომ წმენდამ მასშტაბური ფორმა მიიღო და პატრონაჟი ნაკლებად ჭრის. თან გირკინის შემდეგ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი დაშინდება.”
კომენტარები