რუსეთში ჟურნალისტის, მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
პროკურატურა, ჟურნალისტს დეზინფორმაციის გავრცელებაში, რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებს. მედიის ინფორმაციით, სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მიიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კი მას რამდენიმე ათასიანი ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ მარინა ოვსიანიკოვას ერთი ჯარიმა უკვე გადახდილი აქვს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება “ვრემიას” პირდაპირ ეთერში საპროტესტო პლაკატით გამოჩენის გამო, მოსკოვის სასამართლომ ის 30 ათასი რუბლით დააჯარიმა, რაც დაახლოებით 278 დოლარია.
კომენტარები