რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, თავის სოციალურ გვერდზე პოზნერის საქართველოში ვიზიტისას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ დემოკრატიის გზები არაცივილურია.
ზახაროვას ამ პოსტს უამრავი კომენტარი აქვს, “ალია” გთავაზობთ რამდენიმეს:
Сергей Лукьяненко – იმედია, ლობიო ამად ღირდა.
Viktor Lobkov – როდის დაუწყებენ რუსეთშიც დამპალი კვერცხისა და დამპალი პომიდვრის სროლას? – მან ეს დაიმსახურა. ხაზაროვას პოზიცია გაუგებარია. რუსული ტელევიზია ბევრად უფრო პატრიოტული იქნებოდა, რომ არა ასეთი “ღვთის რჩეული”, სარფანგეთის მოქალაქე.
Nina Tseplyaeva – სწორად გავიგე? ქართველები ესვრიან ქართულ შენობას, რომელიც ქართველს ეკუთვნის, ქართულ კვერცხებს?
Mihail Pavlovich Ryaskin რატომ არაფერს აკეთებს პოლიცია? რამდენი ადამიანია იქ? მათგან 3-5 ადამიანი კვერცხებს ესვრის ფანჯრებს.
Валуйский Дмитрий – ბოროტი ღიმილით ვიცინი – იპოვეს ერთმანეთი.
Nikolai Walliser – ცუდ მსახიობს ხშირად ესვრიან კვერცხებს და პომიდვრებს. აქ ბევრად კულტურულადაა. პოზნერის “ა ტალანტს” ვერ დამალავ.
Yriy Kireenko – არაფერი უშლის ხელს პოზნერს, აღნიშნოს თავისი დაბადების დღე მგობრებთან ერთად სოხუმში. იქ ნამდვილად დახვდებიან ღირსეულად, თან ახლოსაცაა. თბილისში ისე შევხვდენენ “ROSTV”- ს პროპაგანდის, როგორც უნდა შეხვედროდნენ ქვეყნის მტერს.
Петр Чибисов – ხალხმა გამოხატა თავისი დამოკიდებულბა – განა ეს არ არის დემოკრატია?
Natalya Kudryashova – იპოვა წასასვლელი, მით უფროსი დაბადების დღეს.. რუსი წავიდოდა ჩელიაბინსკში, მშვენიერი ქალაქია.
Stanislav Myshlyaev – ემოცია და დამოკიდებულება რუსეთის მოძულის, პოლიტიკური მეძავის მიმართ. უნდა გვიხაროს, თქვენ კი გწყინთ.
Valentina Smirnova – როგორც ჩანს, ეს ვიდეო, ვიღაცას ძალიან სჭირდება.
Александр Войтенко – დიახ, ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, საკვები პროდუქტიც არ ენანებათ.
Сергей Костенко – საქართველოს პრეზიდნეტი ისევ ფრანგია, თუ სხვაა?
Husan Musajonov – და თქვენ როგორ დახვდებოდით სააკაშვილს მოსკოვში? პურით და მარილით?
Сергей Переведенцев – ის რუსეთშიც არ უყვართ, არავის უყვარს ის, ვინც ორ სკამზე ის.
Любовь Гром – საფრანგეთში და ამერიკაში ღრმად შეშფოთდნენ?
Сергей Пронькин – ესენი ქართველები არ არიან, ესენი არიან ბაბუინები, ქართველ ხალხს ვიცნობ, როგორც სტუმართმოყვარე ხალხს…
Александр Вдовин – საწყენია, რომ რუსეთშიც ასე არ ხვდებიან პოზნერს, სძულს ყველაფერი რუსული, ამ დროს კი ფულის გამომუშავება მარტო რუსეთში შეუძლია. დროა, ამის საშუალება მოვუსპოთ.
Anatoly Vasilyev – ახლა საქართველო იცხოვრებს რუსი ტურისტის გარეშე.
Elen Poryvkina – რატომ მოექცნენ ასე? თითქოს – რუსოფობია, ცხოვრობს რუსეთში და წვალობს, ქართველებიც რუსოფობები არიან, რა ვერ გაიყვეს? ნამდვილად, ადამიანი ადამიანისთვის მგელია.
Vladimir Ivanov – გინდა წახვიდე საქართველოში? მაშინ, ნუ ამოთხვრი ტალახში ამ ქვეყანას.
Мария Дьяченко რა ხდება? ქართველები სიძულვილით ხვდებიან ჩვენი ქვეყნის რუსოფობ ლიბერალს? ჩემი ღრმა პატივისცემა, ძმებო, ქართველებო. ჩვენ სოლიდარობას გიცხადებთ.
Aliona Kononova – დიახ, ეს არ არის რუსეთი. მხოლოდ რუსეთში ვტოვებთ უპასუხოდ ამ ადამიანის ყველა გამოხტომას, სამწუხაროდ.
Мария Дьяченко – როდის მოაშორებენ ფედერალური არხიდან? ის მხოლოდ საქართველოში არ სძულთ. საინტერესოა, საფრანგეთის და ამერიკის საელჩოებს არ სურთ თავისი მოქალაქის დაცვა?
Pavel Ivanov – ბევრჯერ დავწერ, ჩემი დამოკიდებულება პოზნერისადმი არის მკვეთრად უარყოფითი. როგორც მას მოექცნენ საქართველოში, ნორმალურია. ის ხშირად, ისე ლაპარაკობს არ ფიქრობს, არადა, უნდა იფიქრო, რას ამბობს. დაიმსახურებ? – მიიღებ. მან დაიმსახურა!
კომენტარები