საერთოდ, რუსეთთან ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობს და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება:
სამწუხაროდ ესეც [კვლევა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებაზე] ნაწილია იმ კამპანიისა, რომელიც ცდილობს წარმოსახოს თითქოს არის გარკვეული ტრენდი, რომ საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია, საქართველო დასავლეთს სცილდება და ა.შ. ეს არის ნაწილი ამ კამპანიისა,და მერე ამ კამპანიას რომ აწარმოებენ, რომ თითქოს არის ანტიდასავლური ტრენდი და პრორუსული ტრენდი, მერე ამის საპირისპიროდ თავადვე აწარმოებენ კამპანიას, რომ პირიქით დასავლეთი კაია და ასე შემდეგ. თავადვე ქმნიან ყალბ აღქმებს და მერე ყალბ აღქმებს ებრძვიან თავადვე.
რაც შეეხება დამოკიდებულებას, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული ქვეყანაა. ჩვენ, იცით რომ მათ შორის რაც შეეხება ენერგომატარებლების კუთხით ყველაზე ნაკლები დამოკიდებულება გვაქვს რუსულ ბაზარზე, ასევე, იცით რომ ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს საერთოდ რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს რუსეთთან. ახლა რომ საუბრობენ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს საერთოდ რუსეთთან, რაზეა საერთოდ საუბარი.”
კომენტარები