სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია წერს:
“ოჰ, აუტეხავთ რუსეთუმეებს ყიჟინა და გნიასი ბორის ჯონსონს გადააყენებენო!
ვაი თქვენს პატრონს!
კი კონსერვატორების ნაწილი მოითხოვს ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას! არა იმიტომ, რომ ჯონსონი ცუდი პრემიერია ან უკრაინის ამბებზე არიან უკმაყოფილოები, არამედ იმიტომ, რომ ჯონსონს არ ჰპატიობენ პანდემიის დროს 2 წვეულებას! დიახ, ასეთია განვითარებული სახელმწიფოს წესები!
გადააყენებენ თუ არა?
რთულია პასუხის გაცემა ამ კითხვაზე! პირველ ეტაპს 58 ხელმოწერას ალბათ კოსერვატორების პარტია მოაგროვებს, მაგრამ შემდეგ გადამწყვეტი კენჭისყრისას, სადაც უნდობლობის ვოტუმს სჭირდება 180 დეპუტატის ხმა, ალბათ ვერ შეძლებენ!
ახლა კი მთავარი იდიოტი რუსეთუმეების საყურადღებოდ! თუკი ჯონსონს მართლა გამოუცხადეს უნდობლობის ვოტუმი, პრემიერობის მთავარი კანდიდატი ლიზ ტრასია და დიდი ალბათობით ის გახდება კიდეც პრემიერ მინისტრი! ლიზ ტრასი კიდე ბევრად უფრო რადიკალი ანტი-რუსია ვიდრე ჯონსონი!
და ბოლოს რუსეთუმეებო! თქვენ ვინ მოგცათ მაგდენი განათლება და ინტელექტი, მაგრამ რომ იცოდეთ მსგავს სახელმწიფოებში ინსტიტუციებია გადამწვეტი და არა პერსონები! ჯონსონი იქნება თუ არა, ბრიტანეთის გეოპოლიტიკური ინტერესი არ შეიცვლება!
პ.ს. ხო მართლა რუსეთუმეებო, ბრიტანეთმა უკვე დაადასტურა, რომ უკრაინას MLRS M270-ებს აწვდის და გადამზადებაც დაიწყო უკრაინელი ჯარისკაცების უკვე! “
კომენტარები