ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა:
“ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული, რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ
როგორც წესი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში და ხან ერთი ქვეყნიდან, ხან მეორე ქვეყნიდან, გააჩნია რომელ ქვეყანას რა პერიოდში, რა ფასის შეთავაზება შეუძლია. სახელმწიფო ელექტროსისტემა აკეთებს ფასთა გამოთხოვას და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე კონკრეტული ხაზების გამტარუნარიანობის შესაძლებლობების ფარგლებში შემოაქვს ელექტროენერგია. ამდენად ჩვენ რუსეთზე ენერგო დამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში“
კომენტარები