უკრაინაში მებრძოლი ქართველი, უკრაინაში დაღუპული ჯამბულაათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია:
“ისევ თორნიკეზე ჩუთლაშვილზე მაგარ მეომარზე მაგარ ქართველზე. ქართული ლეგიონის ძველ წევრზე..
გარღვევის მერე თორნიკე რამდენიმე მამაც უკრაინელთან ერთად ქარხნის ტერიტორიას იკავებს ვინაიდან ცოტანი არიან ძალიან მარტო იკავებს მოწინავე პოზიციას თან განუყრელი შაშხანა და ტყვიამფრქვევი აქვს… დილისკენ ვიღაც მარტოხელა რუსი შემობოდიალდება მის საცეცხლე ზონაში შავი ფორმა აცვია შეუძლია ეგრევე მოკლას მაგრამ გეტყვით სიმართლეს, იღვიძებს ადამიანური ხშირად ადამიანში თუნდაც ასეთ სასტიკ ომში და თუა საშუალება ცდილობ დაინდო მოწინააღმდეგე რომელიც ასევე ადამიანია ყავს ოჯახი შვილები ხან მისივე ნების საწინააღმდეგოდაა ომში..
ჰოდა დადე იარაღიო შესძახა არ დებს ავტომატს ისევ შეძახილი იყურება იქეთ აქეთ..)
თორნიკე შენიღბვის ოსტატიცაა ჯერ კიდევ პატარაობაშივე რო დაიმალებოდა არათუ დედა თითონაც ვერ პოულობდა საკუთარ თავს))..ჰოდა რომ ვერ შეიგნო ამ რუსმა უბრალოდ მხარში ესროლა ..მივიდა ტყვედ აიყვანა .. ჭრილობა გადაუხვია და მკერდზე ჯვარი შეამჩნია..
მითხრა ოქროსი რომ ყოფილიყო მოვკლავდიო უეჭველი ნაყჩაღარი ექნებოდაო.. უბრალო ხის ალბათ არყის ხის ჯვარი იყო ანდაც მუხის ..
ყაზანიდან აღმოჩნდა რუსი სამი შვილის მამა..მოტივი ტრივიალური იყო უჭირდა ოჯახის რჩენა გრძელ რუბლს გამოეკიდა და ჩუთლაშვილის კლანჭებში აღმოჩნდა..მოკლედ ყველაფერი მოჰყვა რაც იცოდა და არ იცოდა..
ბოლოს თორნიკემ იცი რატომ არ მოგკალიო ? აი ბიჭები რო გყავსო შენ რომ მომეკალი ისინი შურისძიებაზე იფიქრებდნენო ალბათ…და მერე იმათი მოკვლაც მომიწევდაო იმათ რაღას ვერჩიდიო ჰოდა იცოცხლეო .. ალბათ მალე გაგცვლიანო ჭრილობაც გაქვს და ვერ შეგედავებიანო..
ეს იყო სულ.. დასკვნები თავად გააკეთეთ. ესეთები ვართ რა..
P.s Tor Xorna Levan Fifia აბა ლეგიონს ტყვეები არ აჰყავსო?))”
კომენტარები