რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი ავრცელებს და წერს:
“რუსი მხეცები ისევ ბავშვებს შეესივნენ სევეროდონეცკში ოკუპანტებმა ბავშვებისა და მათი დედების თავშესაფარი დაბომბეს. თავშესაფარში მყოფი ხალხი და თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან.
ამ დაწესებულებაში, მტრის ჯინაზე, ბევრი შვილიანი დედა იმალებოდა, მაგრამ ახლა ეს უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს”
კომენტარები