მარიუპოლში რუსი ოკუპანტები „აზოვსტალის“ ქარხანაში შეიჭრნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მეორე დღეა, რაც აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები არიან გამაგრებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების შტურმი მიმდინარეობდა.
აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ.
უკრაინული მედია ასევე წერს, რომ „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელ სამხედროებთან კავშირი ამ ეტაპზე არ აქვთ.
კომენტარები