გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:
„შუა ხაზი გაიარეს, ვეღარ დაბრუნდებიან, არავინ აღარ დაუჯერებთ, დაუბრუნებლობის წერტილი გაიარეს, ესენი გაჰყვებიან პუტინს, გაჰყვებიან რუსეთს, რუსეთი ამ სახით აღარ დარჩება.
მე ხომ ვხედავ ვინც არიან, ბიძინაც ხომ ვიცი, რანაირია – ერთი უწიგნური კაცია ხომ? მათ არ ჰყავთ ერთი ადამიანი, რომელიც ხედავდეს გლობალურად რაც ხდება, მარტო აქ კი არა, ეს პრობლემა სხვაგანაცაა – ვერ მიხვდნენ, რა სხვაობაა მშვიდობასა და ომს შორის…
მე ნაკლები ნდობა მაქვს რუსული ლიბერალიზმის მიმართ, არ მჯერა, იმიტომ, რომ რუსი-რუსია, გინდა ლიბერალი, გინდა ფაშისტი, ყველა არის იმპერიელი.
„ქართული ოცნება“ ფოკუზნიკობს – ფრონტის ხაზი აქედან და იქიდან – აქეთ უკრაინა, დასავლეთი, სინათლე, ცივილიზაცია, სიკეთე, ღვთის სამეფო და აქეთ სიბნელე, ბოროტება, ჯოჯოხეთი, ტარტაროზების დასი და უნდა, რომ შუაში გაიაროს.
გენერატორებს ვერ მივცემთ, იმიტომ რომ ჩაითვლება, უკრაინას ვეხმარებითო, აი ამ ხალხს რა უნდა აუხსნა? განაჩენი საკუთარ თავს თვითონ გამოუტანეს, იქ რომ იყინება მილიონობით უკრაინელი ბავშვი, ქალი, საავადმყოფოში დაჭრილები, ავადმყოფები, რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობენ? გადასანათლია ეს ქვეყანა თავიდან“.
კომენტარები