ჟურნალისტი, ქეთი ქურდოვანიძე:
“ბათუმის კარის მეზობელმა (რა თქმა უნდა არ არის საქართველის მოქალაქე), ახლად ჩამოსახლებულნმა რუსმა ტაგანროგიდან, საერთო სარგებლობის სადარბაზოს ამოშენებულ ნაწილში მოხსნა ნათურა და შუქი გამომირთო. ვიფიქრე, ნათურა გადაიწვა და ახალი ნათურით მომარჯვებული გავდი. ამოვარდა და დაიწყო ყვირილი, ეს ( სადარბაზოს) განათება ჩემს მრიცხველზეა შეერთებული და მე რატომ უნდა გადავიხადო იმ ელექტროენერგიის ფული, რომელსაც შენ 3 დღის განმავლობაში მოიხმარო სახლში შესვლის მომენტშიო. ნათურა 24 საათი რომ ენთოს, თვეში წერს 2 ლარს. გამოვიტანე ფული და ვაძლევ, აი, ფული და ჩართე ნათურა, თორემ სასამართლოში გიჩივლებ, .უკანონოდ რომ იმყოფები საქართველოში და გვავიწროებ-მეთქი. შეეშინდა. გამოიტანა და ჩართო. ანუ 9 თვის მერე საზღვარსაც აღარ კვეთენ, არავინ აღარ ამოწმებს მათ აქ ყოფნას. მოკლედ, ამას ახლა ატომურ ბობზე არა აქვს წვდომა, თორემ თვალისდაუხამხამებლად მესროდა. აჭარა არის მთლიანად ოკუპირებული. არავის არ უპასუხოთ რუსულად. უპასუხეთ ინგლისურად ან საერთოდ არ უპასუხოთ. პრინციპულად იმოქმედეთ, ძალიან მხდალები არიან, არ დაუთმოთ, არ ჩაუაროთ გულგრილად ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენას. აქედან გამოსავალი მხოლოდ სამოქალაქო პრინციპულობა და ერთობაა, თორემ სულ მალე ვიხილავთ თბილისში აჭარიდან დევნილებს?”
კომენტარები