სოფელ ბერშუეთიდან რუსმა ოკუპანტებმა ქალი გაიტაცეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს, სოფელის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ნიუპოსტის ცნობით, ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მათი განმარტებით, ამ დროისათვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.
ნიუპოსტი
კომენტარები