საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დღეს ისევ გამოჩნდნენ.
რუსმა ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ ე.წ. ხნულები სოფელ ყარაფილასთან გაავლეს. ტექნიკა ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ავრცელებს.
“ამ წუთებში, ავტობანიდან 300 მეტრში, სოფელ ყარაფილასთან, ოკუპანტები მოუყვებიან ოკუპაციის ხაზს და ავლებენ ხნულებს.
იმის მაგივრად, ოკუპანტების ნებისმიერ მოქმედებაზე სასწრაფო რეაგირება ხდებოდეს, ოკუპანტებს ხელს ვუშლიდეთ ნებისმიერ მე მოქმედებისას, ჩვენი ხელისუფლება მშვიდად და წყნარად აგრძელებს თავის მზადებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
არ ინერვიულოთ, ბორდერიზაცია კი მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში…
პ.ს.გახსოვდეთ, დრონი მეფობენ და არა ქოცები”- წერს ქაცარავა.
კომენტარები