უკრაინაში მებრძოლი ქართველი არჩილ ხოფერია ვიდეო მიმართვას ავრცელებს სადაც ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს:
“ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. მაგრამ, იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა ვუთხრა მტრებს, ჩვენ მტრებს, ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის, არც მეთაურის არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს”
ფაქტს ადასტურებს მამუკა მამულაშვილი და როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, დაახლოებით 4-5 თვის წინ მუცლის არეში, ნაწლავებთან დაკავშირებული სამედიცინო ჩვენებით მიმართა კლინიკას, სადაც გადიოდა მკურნალობას, თუმცა ვერ ირკვეოდა მის ორგანიზმში არსებული ანთების გამომწვევი მიზეზები. თვე-ნახევრის წინ გერმანიაში გაიგზავნა ანალიზები, მიღებული ტოქსიკოლოგიური დასკვნის მიხედვით კი გაირკვა, რომ მის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით აღმოჩნდა სამი ტოქსიკური ნივთიერება: დარიშხანი, ვერცხლისწყალი და კალა.
“ვერ ხვდებოდნენ ანთების გამომწვევ მიზეზს, გამოძიებაც დაიწყეს, ამჟამად ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები დაწეულია. ფაქტია მაღალი მაჩვენებლები იყო. როგორც ამიხსნეს საკვებით არის უფრო მიღებული, ფხვნილის სახით არის საკვებში შერეული, ხანგრძლივი მკურნალობა მიტარდებოდა, სხვადასხვა ორგანოების ანთება მიმდინარეობდა ღვიძლის და სხვა. რა კურსსაც გავდიოდი უფრო დამდგარი შედეგის ანუ ანთების მკურნალობა მიტარდებოდა”, – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
კომენტარები