“არჩევნები გაყალბებულია” – ოპოზიციისა და გაბრაზებული ამომრჩევლის მიერ გამართული მდუმარე აქცია რუსთაველის გამზირზე დასრულდა.
მთავარ გამზირზე შეკრებილებმა ამ ფორმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მაიკლ პომპეოს უთხრეს, რომ “რუსმა ოლიგარქმა არჩევნები გააყალბა”.
აქციის მონაწილეებმა შეკრება, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად დილის 11:00 საათიდან დაიწყეს.
აქციის მონაწილეები სპეციალურ სტიკერებზე იდგნენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის ფოტოებია გამოსახული.

ფოტო – რუსკა მჭედლიძე
კომენტარები