უფლებადამცველი ზაზა ჭაია:
მარტო რუსთაველის გადაკეტვა, აშკარად არასაკმარისია, კოსტავაც უნდა გადაკეტოთ!
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტევი თვლიან, რომ ქართულ ოცნებას რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქციებისგან თავის დასაზღვევად სჭირდება.
ნიკუშა ფარულავა:
2020 წელს გვახსოვს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს იმავე საბაბით, რომ თითქოს, რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინათ. შემდეგ გვახსოვს დედების პროტესტის პარალელურად როგორ შემოღობეს კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია. ამაში ახალი არაფერია, თუმცა მასშტაბებია სხვა. რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურთ ახლა უკვე 2 წლის პერიოდის განმავლობაში და ესეც მგონია, რომ არის შიშის გამოვლინება და უსუსურობა, რომ იციან, ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შუშანა მაცაბერიძე:
საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალი მოქალაქეების ეშინია და ეს არაერთხელ გავიგეთ მათი გიჟური ქმედებებიდან გამომდინარე. რაც არ უნდა ქნან, სულ რომ პარლამენტი შემოღობონ 5-მეტრიანი რკინის ჭიშკრით, ჩვენ მაინც გამოვალთ და ჩვენს სათქმელს ვიტყვით. შეუცნობელ არს მათი გზანი, ვერცერთ ლოგიკაში ამ ადამიანებს ვერ გაყვები, რა შეიძლება, იფიქრონ და რა შეიძლება, გააკეთონ.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
„თბილისის განვითარების ფონდი“ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას მომავალი წლიდან დაიწყებს
კომენტარები