არა რუსულ კანონს! – რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. დემონსტრანტები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და ახლა აქციის მთავარი ლოკაცია სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთანაა.
ერთ თვეზე მეტია ხელისუფლება ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს, თუმცა ყოველდღე დედაქალაქის მთავარი გამზირი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებით არის სავსე. პროტესტი საზოგადოებისთვის სამოქალაქო ვალდებულად იქცა. იკრიბებიან ყოველ საღამოს და ამით ახსენებენ ქართულ ოცნებას, რომ რუსული მმართველობა ამ ქვეყანაში არასდროს იქნება.
კომენტარები