რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს. ინფორმაცია “ტვ პირველს” აქციის ორგანიზატორებმა დაუდასტურეს.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. ისმის საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
ტვ პირველი.
კომენტარები