რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვილი ხუთშაბათს და პარასკევს 15:00 -დან 19:00 საათამდე გაიმართება. კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.
სახალხო არტისტს, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
კახი კავსაძე 86 წლის ასაკში თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
კომენტარები