დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-დან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების ბრძანება
უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იცავდა.
შეგახსენებთ, ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-დან 2019 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს. მაშინ არხიდან გაუშვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.
კომენტარები