რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო სინგაპურულმა კომპანიამ, Indorama Corporation-მა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, Indorama Corporations მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტი საწარმო აქვს გახსნილი და 45 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
“სინგაპურული კომპანია წლების მანძილზე სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული”, – ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, კორპორაცია მომდევნო წლებში გეგმავს საწარმოს მოდერნიზებასა და წარმოების გაფართოებას.
კომენტარები