რუსთავის საკრებულოს წევრის მცირეწლოვან შვილს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. როგორც ირკვევა, კოვიდ 19-ის არ დაუდგინდათ “ქართული ოცნების” დეპუტატის მეუღლეს და დანარჩენ 3 შვილს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, საკრებულოს დაინფიცირებული წევრი რუსთავში კოლეგებთან ერთად სხდომას ესწრებოდა.
“ვერ წარმომიდგენია, რომ იცოდა და სპეციალურად თავის ოჯახთანაც ჰქონდა კონტაქტი. ჩვენ ახლა გვაქვს ერთამანეთთან კონტაქტი და ამბობს, რომ ვერც კი წარმოედგინა, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ არ იცოდა. ავტომობილით ემსახურებოდა მოხალისეებს, ვისაც სადილი მიჰქონდათ მოხუცებთან, თვითონ არ გადმოსულა ავტმობილიდან და არ ჰქონია მოხუცებთან შეხება. თვითონ მოხალისეები ორი ახალგაზრდა ბიჭია, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან“, – განაცხადა ნინო ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დედას დაუდასტურდა. რის შემდეგაც ვირუსი თავად საკრებულოს წევრსა და მამამისსაც აღმოაჩნდათ.
კომენტარები