„რუსთავი 2-ის 60% წილს კვლავ ყადაღა ადევს“ – ამის შესახებ იურისტი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რუსთავი 2-ის საქმეზე ინფორმაცია: ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლოში კვლავ წარმოებაშია მიღებული და რუსთავი 2-ის 60% წილს კვლავ ყადაღა ადევს. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება!
პ.ს. 2 კვირის წინ სასამართლომ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ რუსთავი 2-ის საქმე განუხილველი დარჩა და ყადაღა გაუქმდა. მაგრამ 2 დღის წინ სარჩელი რომ წამოებაში იქნა მიღებული და ყადაღა ისევ დაედო, სპეციალურად დაველოდე, მაგრამ ამის შესახებ არაფერი თქვა. როგორც ჩანს, სასამართლომ მხოლოდ განუხილველად დატოვება მიიჩნია საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციად“
კომენტარები