“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ავტოსაგაო შემთხვევა მოხდა.
ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაზის მილს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად გაზის მილი დაზიანდა, რის გამოც თბილისის, მეგობრობის, ფალიაშვილის, ვახუშტის, ვაჟა ფშაველას, მე-7, მე-8 მიკრორაიონსა და მიმდებარე ქუჩებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.
“ინფო რუსთავის” დამფუძნებელი, გიორგი ჩომახაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთია რომ ეს ავარია მოხდა და ნუ არ უნდა მომხდარიყო, მძღოლმა ვერ მოახდინა დროული რეაგირება და ა.შ. მაგრამ ეს გაზის მილებიც რომ პირდაპირ ტროტუარებზეა მიმოფენილი, თავისი ურდულებით და თან რაც ყველაზე მთავარია, არც დამცავი რკინის ჯებირებია წინ, არც რაიმე შეზღუდვაა. პირდაპირ შეუძლია მივიდეს ვინმეს და ან განზრახ ან უნებლიედ რამე დაემართოს. მოსახლეობა არ არის დაცული, აგერ ეს მძღოლი დროულად გადმოხტა მანქანიდან და საბედნიეროდ არ დაშავებულა, მაგრამ პატარა ნაპერწკალიც და დაიწვებოდა იქაურობა, მსგავსი შემთხვევა იმ დღეს იყო მეთორმეტეში …. ხო და მინიმუმ რაღაც ზომებს უნდა მიმართოს კომპანიამ SOCAR Georgia Gas რომ მოსახლეობა უფრო უსაფრთხოდ იყოს, ან ტროტუარიდან მოშორებით გადაიტანონ ან დამცავი ჯებირები და გისოსები გაუკეთონ …… აქვე ბოლოს კიდევ გავიმეორებ რომ ბუნებრივია მძღოლის ბრალია ეს შემთხვევა, მაგრამ მძღოლიც, ქვეითიც და ნებისმიერი ადამიანი უფრო მეტად უნდა იყოს დაცული ….. და თან, ასეთ შემთხვევაში არც მილი დაზიანდება და არც გაზი გაითიშება …..”
კომენტარები