რუსთავში მშობიარე ცოლს ქმარი ველოსიპედით მისდევდა. ამის მიზეზი კი კომენდატის დროს გამკაცრებული წესები და ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა გახდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით რუსთავში, XX მიკრორაიონში, 28 წლის ქალს მშობიარობა დაეწყო. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. იმის გამო რომ ქმარი ავტომობილით გადაადგილებას ვერ ახერხებდა გადაწყვიტა სასწრაფოს ველოსიპედით გაჰყოლოდა.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა ქალი რუსთავის სამშობიარო სახლში მიიყვანა სადაც მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. წყვილს ბიჭი შეეძინა.
კომენტარები