რუსთავში 48 წლის ქალს ლურჯი ფერის მიკროავტობუსი დაეჯახა და ავარიის შემდეგ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული ქალი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. “ინფო რუსთავის” ცნობით, ქალს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა.
დაშავებულის ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ პოლიციამ დროულად მოახერხოს გამოძიების წარმოება, ამოიღინ მიმდებარე ქუჩებზე არსებული კამერების ვიდეო ჩანაწერები და დადგინდეს მძღოლის ვინაობა.
კომენტარები