ადვოკატი, გურამ კონტუაძე, სოციალურ ქსელში წერს:
“ეს ისტორიაც უნდა მოვყვე: მოკლედ ერთ-ერთმა მუნიციპალიტეტმა “იჯარის” ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ერთ-ერთ პირს მიწის ნაკვეთი ქალაქის შუაგულში
ამ პირმა კი ივალდებულა აეშენებინა აღნიშნული მიწის ნაკვეთზე კვების ობიექტი და მცირე თონე, ხელშეკრულება სამი წლით გაფორმდა თუმცა საინტერესო იწყება მესამე წლიდან. როცა პირი მერიაში მივიდა და კითხვები დასვა თუ იჯარის ხელშეკრულებას არ გაუგრძელებდნენ რა ბედი ეწეოდა უძრავ ქონებას, პასუხად მაღალჩინოსნისნგან მიიღო პასუხი:- ეგ უძრავი ქონება შენი აშენებულია და შეგიძლია წაიღოო!
კითხვაზე თუ როგორ უნდა წაეღო ბლოკით, ქვით, ცემენტით ნაშენები დაახლოებით 30 კვადრატული უძრავი ქონება ან რანაირად უნდა წაეღო, პასუხად მიიღო:
– წაღებას რა უნდა ბატონოო…
ჰოდა ეხლა ვზივარ და ვფიქრობ კი არადა ვრწმუნდები: მართლა წილხვედრი ვართ, თორემ ასეთი “ბიუროკრატების” ხელში…
პ.ს. კი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ამბავია ეს”
კომენტარები