ვერსალში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ამბობს:
“მნიშვნელოვანია შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე. უნდა ჩავდოთ ფული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში და ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს დამოუკიდებლობას.
ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უნდა მოხდეს წყაროების დივერსიფიკაცია და შევამციროთ 2027 წლისთვის ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე…
მაისის შუა რიცხვებისთვის კომისია წარადგენს ვარიანტებს, როგორ მოხდეს ეს შემცირება.
ჩვენ ასევე შევამცირებთ გადასახადებს ენერგოჯგუფებისთვის და მივიღებთ ზომებს, რომ შევაჩეროთ გაზზე ფასის აწევა.”
კომენტარები