მომღერალი, თემურ თათარაშვილი, გადაცემაში “უცნობი მხარე” სკოლის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ როცა მუსიკალური სასწავლებლის დიპლომი დასჭირდა ანსამბლში წარსადგენად, იქ აღმოაჩინა პირველად, რომ თურმე, “სულ ორიანები და სამიანები” ეწერა.
თემურ თათარაშვილი:
“მუსიკალური სკოლის დირექტორის ვუყვარდი, დამიძახებდა ხოლმე, არ მინდა შენი დაკვრა, მიმღერე რამეო, მეც დავჯდებოდი, პუგაჩოვას სიმღერებს ვუმღერებდი და გამომიშვებდნენ ხოლმე გამოცდიდან.”
თათარაშვილი იხსენებს იმასაც, რომ პირველი სიმღერა რომელიც იმღერა სცენაზე რუსულენოვანი იყო, ტექსტი შეეშალა და მოგვიანებით კულისებში იტირა კიდეც, თუმცა, სცენაზე სიმღერა ბოლომდე დაასრულა.
“ალბათ, ბედი იყო, თუ რა იყო, მოგეხსენებათ მე რუსულ სიმღერებს ვმღეროდი, ეს პირველი სიმღერაც იყო რუსული, დამებედა, ეტყობა” – ამბობს მომღერალი.
გადაცემის წამყვანის რეპლიკას: “არაჩვეულებრივად მღერი რუსულ სიმღერებს”, თემურ თათარაშვილი ასე პასუხობს:
“სხვათა შორის, აღარ ვმღერი, იცი რამდენ კონცერტზე მთხოვეს? მაგრამ აღარ ვმღერი.”
კომენტარები