“ლელოს” წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
შეგვიძლია ბევრი სადღეგრძელო ვთქვათ, სართულიანიც, მრავალსართულიანიც, მაგრამ შემზარავი სიმართლე არის ის, რომ საქართველო უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ჩვენ, ხალხმა, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, მივეცით შესაძლებლობა ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომ ეს ექნა, ამისთვის მიეღწია.
რუსულ ჭაობში გვედგა ერთი ფეხი და მეორეც ჩავყავით.
რას ვეუბნებით ჩვენს შვილებს?
ივანიშვილის, კობახიძისა თუ ღარიბაშვილის გინება რამე სიკეთეს მოუტანს მათ?
საქმე არ ჩანს, საქმე ძალიან ცუდადაა.
კომენტარები