უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში, ქალაქ კონსტანტინოვკას დაბომბვას ეხმიანება.
პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის, დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსულმა ტერორისტულმა არტილერიამ 16 ადამიანი მოკლა:
“როდესაც მსოფლიოში ვინმე ჯერ კიდევ ცდილობს რაიმე რუსულთან შეთანხმებას, ეს ნიშნავს ამ რეალობაზე თვალის დახუჭვას – სრული არაადამიანობა.
ამ დროისთვის, დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსულმა ტერორისტულმა არტილერიამ 16 ადამიანი მოკლა. ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი. ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრია დაჭრილი. სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა!
ეს რუსული ბოროტება რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
16 დაღუპული და 18 დაშავებული – რუსმა ოკუპანტებმა კონსტანტინოვკაში ბაზარი დაბომბეს. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
კომენტარები