ევროკომისიის სპიკერის, ტიმ მაკფის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის ენერგო წყაროებზე დამოკიდებული აღარ არის.
“გასული წლის განმავლობაში ევროპამ განახორციელა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შეწყვეტის გეგმა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მათზე დამოკიდებული აღარ ვართ, რუსული გაზი სწრაფად ქრება ევროპის ბაზრიდან” – განაცხადა მაკფიმ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა შეწყვიტა რუსული ნახშირის იმპორტიც.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების გეგმის განხორციელება გასული წლის აგვისტოდან დაიწყო. გეგმის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებს აგვისტოდან მარტამდე გაზის მოხმარება 15%-ით უნდა შეემცირებინათ.
კომენტარები