თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე
“როგორც რუსული სამხედრო ხელოვნების ქართველი მცოდნეები (ამავდროულად მეხოტბეები) ვარაუდობენ და თითქმის ადასტურებენ, რუსებს სურთ, მათი დიდი წინაპრების, საბუდაის და ჯებეს ტაქტიკა გამოიყენონ, უკან დაიხიონ, შეიტყუონ უკრაინელები, ჯერ იზიუმში, მერე დონეცკში, ყირიმში, შეიძლება მოსკოვშიც კი და მერე შემობრუნდენ და ერთიანად გაანადგურონ. იმისთვის რომ უკრაინელები კარგად მოტყუვდნენ რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან ტყვედ, სამშობლოსათვის არც რუსი გენერლები ზოგავან თავს. ასევე წარმატებით გრძელდება, ომის პირველ დღეებიდან კარგად აპრობირებული და თითქმის ტრადიციად ქცეული სამხედრო ფანდი, თითო აფეთქებული რუსული ტანკი წარმატებით და 100 %-იანი სიზუსტით ანადგურებს თითო ჯაველინს, შეიძლება ორსაც.
პ.ს. ბალაკლიაში წინასწარგანზრახვით შეტყუებულმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ქალაქის თავზე უკრაინის დროშა აღმართეს. ჯერი დონეცკსა და ხერსონზეა. (Ctrl+Alt-info+Delete)”
კომენტარები