“მოსახლეობას უყვებიან, რომ ომში, ხარკოვში დაბომბვისას მოკლეს არსენ ავაკოვი… მე აქ ვარ, კიევში… ჯერ მინდა ვნახო როგორ ჩაძაღლდება პუტინი,” – ამის შესახებ უკრაინის ყოფილი შს მინისტრი, არსენ ავაკოვი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ავაკოვი ამბობს, რომ რუსული სააგენტოები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ის ხარკოვში რუსმა საოკუპაციო ძალებმა მოკლეს.
“ფაშისტების საინფორმაციო საშუალებები მოსახლეობას უყვებიან, რომ ომში, ხარკოვში დაბომბვისას მოკლეს არსენ ავაკოვი. მე აქ ვარ, კიევში. ჯერ მინდა ვნახო როგორ ჩაძაღლდება პუტინი, დაიშლება ბოროტების იმპერია და უკრაინა გაიმარჯვებს და გაბრწყინდება. ასე იქნება!
ბებერ უკრაინელთან ერთად აქ ვარ კიევში და არ მაინტერესებს რა იქნება, ბატონო პროპაგანდისტებო, თუ მოგვიწევს ბევრს გაგიყოლებთ. დიდება უკრაინას! ” – ამბობს ავაკოვი.
მთავარი არხი
კომენტარები