საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე:
“ახლა ვუყურებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გიორგი გვიმრაძის საავტორო გადაცემას “თავისუფალი ხედვა”- ინტერვიუ აქვს მამუკა მდინარაძესთან მიმდინარე საკითხებზე…
1. არც ერთი კონტრშეკითხვა, როდესაც მდინარაძემ “გლობალური ომის პარტიის ამოცანაზე” ისაუბრა საქართველოს ვითომდა ომში ჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არც ერთი! პირიქით, “მაყურებელი ალბათ თავად მიხვდება, ვისზეც ვლაპარაკობთ”- მხოლოდ ეს თქვა წამყვანმა!
2.გვიმრაძე ეკითხება მდინარაძეს: “თუ ასე ვსაუბრობთ ქვეყნებზე, რომლებიც ომში გვითრევენ, რამდენად ლოგიკურია ამ პერსპექტივიდან ამ პოლიტიკური ელიტების მეგობრებად მოხსენიება, როგორ არიან ისინი მაშინ მეგობრები? (გულისხმობს დასავლეთის სახელმწიფოებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს)
3. გვიმრაძე ეკითხება მდინარაძეს: თუ ასე ყველაფერი ორგანიზებულია ჩვენი ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ რა გვინდა იმ ორგანიზაციაში დღეს,(ევროკავშირში) რომელიც ასე გვექცევა? ისევე როგორც ექცევა უნგრეთს მაგალითად, საბოლოო ჯამში საუბარია ორგანიზაციაზე (ევროკავშირი), რომელიც ქვეყნების სუვერენულ ინტერესს როგორც წესი გამორიცხავს?
3. “აგენტების კანონზე” არც ერთი შეკითხვა თუ რატომ აქვთ კანონის წარმდგენებს პუტინის იდენტური რიტორიკა, ან რატომ დადგა ამ კანონის მიღება დღეს დღის წესრიგში? ან ხომ არ დაგვაზიანებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში? – არაფერი!!!
მოკლედ, უნდა უყუროთ მთელს გადაცემას, მეგობრებო, რომ გაიგოთ, როგორ ცდილობს მუშაობას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში რუსული პროპაგანდა.
ბატონო გვიმრაძევ, თქვენ ხართ ანტიდასავლური ინტერესების გამტარებელი საქართველოში, თქვენი ეს გადაცემა ეწინააღმდეგება მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებში არსებულ ჩანაწერს, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს სწრაფვას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში!!! თავი დავანებოთ ქვეყნის კონსტიტუციას, სადაც არსებობს კონკრეტული შესაბამისი ჩანაწერი და რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის 80%!!! შესაბამისად, თქვენ ჩემი, როგორც ერთი მეურვის აზრით, აზიანებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას, არყევს მის მიმართ მაყურებლის ნდობას და ხართ შეუფერებელი იმ მისიისთვის რაც გეკისრებათ საზოგადოებრივ მაუწყებელში! George Gvimradze
აი მოუსმინეთ ამ მონაკვეთს მაინც რომ შეგექმნათ წარმოდგენა რა გზავნილებს ახმოვანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების მიმართულების ხელმძღვანელი!!!”
კომენტარები