საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე, კომპანია „გერას“ რუსული გალენების გაძლიერებაში ამხელს.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიგა კობალაძემ ამტკიცებს, რომ „გერას“ დიდი დაფინანსება რუსეთისგან აქვს მიღებული და ამის მტკიცებულებებიც არსებობს.
არაერთი მტკიცებულება მივაწოდეთ საზოგადოებას მათი რუსული დაფინანსების შესახებ. პირდაპირ წერს რაო ესტონეთს, რომ ის ფული, რომელიც უნდა ჩაურიცხოს რაოს ესტონეთმა, რუსი ავტორების კუთვნილი ჰონორარი, ითხოვს, რომ ჩაურიცხოს პარტნიორ ორგანიზაციას საქართველოში „გერას“, რომელსაც კანონმდებლობით აქვს უფლება, რომ ეს ფული გადაახურდაოს რუბლებში და გადაურიცხოს რუსეთს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, როგორიც ახლაა, ეს პირდაპირ გამოიწვევს სისტემის პარალიზებას, ვეღარ შეგროვდება ავტორების ჰონორარი და მოხდება ჩამოშლა იმ მიღწევების, რომელიც აქამდე ყოფილა,“ – ამბობს კობალაძე.
საავტორო უფლებათა ასოციაციაში აპროტესტებენ პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც მათივე შეფასებით, სრულიად კომპანია „გერაზე“ არის მორგებული და მათ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
კომენტარები