საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
ომის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას რუსული საოკუპაციო ძალების შეტევების ეფექტურობა ყოველდღიურად იკლებს!
ჩრედილო-აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინის შეარაღებული ძალები შესაძლოა ითქვას აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას, 29 აპრილს მონაცემებით რუსულ საუკუპაციო ძალებს წინსვლა არ ჰქონიათ ლუჰანსკის ფრონტის ხაზის არცერთ მონაკვეთზე, იზიუმის მისადგომებთან უკრაინის ცალკელულმა მექანიზირებულმა ბრიგადებმა კორექიტირებადი საარტილერიო ცეცხლით რუსული საცეცხელე პოზიციები გაანადგურა.
აღმოსავლეთის ფრონტზე რუსების შეტევა სრულად შეჩერდა ამის გამომწვევი მიზეზებია:
1) მეორე-ეტაპის ძირითად სამხედრო სტრატეგიად რუსებმა აირჩიეს მასირებული სააერტილერიო ცეცხლის გამოყენებით ცეცხლის დაფარვის ზონის მაქსიმალურად პერმეტრის დაბომბვა და ამ დამუშავებლ ტერიტორიაზე შემდგომ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე დიდი რაოდენობით ძალების გადასროლა, ამას კარგად აუღო ალღო უკრაინის გენშტაბმა კერძოდ: ომის მეორე ეტაპის დასაწყისისათვის განახორციელდა ტაქტიკური უკან დახევა, რადგან დაბომბვის ზონაში არ მოხვედრილიყვნენ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ რუსებმა ერთ ადგილას დააგროვეს დიდი რაოდენობით საბრძოლო და ლოჯისტიკური მარაგები ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, რითაც ომის პირველ ეტაპზე შესაძლოა ითქვას გარკვეული ეფექტი შემქნეს საომარ ზონებში, თუმცა უკრაინის არმიამ განახორციელა მაღალი სამხედრო ოსტატობით შესრულებული მეთოდური უკან დახევა და პერიოდულად ახროციელბს პრევენციულ კონტრშეტევებს და ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას უმალვე ახერხებს, როდესაც რუსული ძალები ცდილობენ დაიკავონ გამოთავისუფლებული ადგილები უკრაინის არმია აწარმოებს ეფექტურ წერტილოვან საარტილერიო ცეცხელს რითაც მუსრს ავლებს რუსულ ჯავშანტექნიკას, გარკვეულ მონაკვეთებზე შეიმჩნევა, როგორც ცეცხლი ცალკეულ სამიზნეებზე ასევე მასირებული საარტილერიო ცეცხლი(ბოლო დღეებში საგრძნობლად იმატა) რომელმაც თავისი შედეგი გამოიღო უკვე…
საოკუპაციო ძალები რამდენადვე შორდებიან მომარაგების ადგილმდეობარეობებს იმდენავდე კარგავენ შეტევების ეფექტურობას, ისინი ცდილობენ დაკავებულ ადგილები გაამაგრონ როგორც საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო სისტემებით, ასევე რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტმებითა და ეტაპობრივად საბრძოლო და ლოჯისტიკური დაგროვების ადგილები ფრონტის ხაზთან ერთად წინ წაწიონ რათა შეამცირონ მომარაგების პერიოდი, ამ ტაქტიკამ არ იმუშავა(და ვერც იმუშავებდა) რადგან უკრაინის არმიის საარტილერიო სისტემებითა და დრონებით ხდება ზურგში საბრძოლო მასალების მარაგების დაბომბვა მათი გადდაადგილება უკრაინულ დაზვერვას უყურადღებოდ არ რჩება, ასეევე მეთოდურად ანადგურებენ ლოჯისტიკურ მაგისტრალებს უკრაინელი დივერსანტები, მოკლედ რუსებმა გამოიყენეს მასიურად არტილერია გარკევული ტერტორია დაიკავეს(დღეში დაახლოებით 1-4 კილომტრით მიიწევდნენ) თუმცა მათი ათვისებისა და გამაგრბას ვერ ახდენენ რომელიც მოსალოდნელი იყო შესაბამისად რუსული საკუპაციო ძალები იწყებენ ერთად ადგილის ტკეპნას რაც მათ დემორალიზაციას საგრძნობლად ზრდის და უახლოვდებიან ომის პირველი ეტაპის სცენარს სადაც კრახი განიცადეს…
2) როტაცია-როგორც პირველი ასევე მეორე ეტაპის დროს უკრაინის არმია იყენებს როტაციის პრინპიცს რომელიც გულისხმობს ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისაკცების ეტაპობრივი ჩანაცვლება და დასვენება 2-3 დღის ბრძოლების შემდგომ, ამ მეთოდმა ძალზედ კარგად იმუშავა და საბრძოლო სულისკვეთება და უკრაინის დამცველების ფსიქოლოგიური მდომარეობა გაამყარა, რასაც ვერ ვიტყვით ოკუპანტი ძალების გენშტაბზე რომელისთვისაც ეს მეთოდი უცნობია და წარმოუდგენელიც კი რადგან რუსი ჯარისკაცის ფრონტის ხაზიდან მოხსნა ნიშნავს დამატებით პრობლმებს რადგან მათი ხელახალი ჩართვა საბრძოლი ოპერაციებში ძალზედ რთულია ამის მაგალითია კიევის, სუმისა და ჩერნიგოვის მისადგომებთან დემორალიზირებული რუსული არმიის ნარჩენები რომელთა უმრალვესობამ უარი განაცხადა აღმოსავლეთის ფრონტში მონაწილეობის მიღებაზე, რუსი ოკუპანტიის დემორალიზაცია იწყება მაშინ როდესაც მუდმივ წნეხშია როგორც რუსული გენშტაბიდან ასევე უკრაინელიების მხრიდან მეთოდური და კარგად ორგანინებული ჩასაფრებებითა და საიუველირო საარტილერიო ცეცხლის წარმოებით, შესაბამისად მათი შეტევების ეფექტურობამ უკვე შესამჩნევად იკლო რუსული საოუკაპაციო ძალებს ეტყობა გადაღლა და დემორალიზაციის ნიშნები რაც უკვე ომის პირველ ეტაპზე ვიხილეთ
3) არასწორი სამხედრო სტრატეგია- რუსებმა ომის მეორე ეტაპისათვის აირჩიეს ეტაპობრივი მინი-ბლიცკრიკები ტაქტიკით მოქმედება (ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტზე რის შემდეგადად გეგმვადენენ ურკაინის სამხედროების ალყაში მოქცევას) რამაც არ იმუშავა, ისინი გეგმავდენენ უკრაინის თავდაცვის ზღუდეებში ეპოვათ სუსტი ხვრელები და მასირებული შეტევებით დიდი გარღვევა მოეხდინათ, უკრაინის გენშტაბმა გადაწყვიტა ტაქტიკური და ორგანიზებული უკან დახევა ფრონტის ხაზის კონტროლით, ამ მეთოდმა იმუშავა კიდეც, თუ ომის პირვევლ ეტაპზე უკრანის არმია თავდაცვის ზღუდეებში წინასწარდაგეგმილად უშვებდა თავქუდმოგლეჯილ რუსულ საოკუპაციო ჯავშანკოლონებს და შემდგომ უმალვე ამ თავდაცვის ზღუდეებზე კონტროლს ამყარებდა და შესაბამისად სიღრმეში შემოჭრილ საკუპაციო ძალების კოლონებს მუსრ ავლებდა, მაშინ რუსული კოლონები ყველანაირი დაზღვევისა გარეშე მოძრაობდნენ ამიტომაც ომის პირველ ეტაპზე ამ ტაქტიკამ იმუშავა, თუმცა ომის მეორე ეტაპაზე რუსები მიერ მასირბული საარტილიერო სისტემბის გამოყენებით თავდაცვის ზღუდეებში მათი შეშვება და შემდგომ მოგუდვა ვერ იმუშავებდა რადგან რუსები დასახლების მთელს პერიმეტრს მასირებული და გადამღობი საარტილერიო ცეცხლით ამუშავებენ შესაბამისად ის ტაქტიკა რაც აირჩიეს უკრაინის გენშტაბმა სწორი გადაწყვეტილება იყო რაც უკვე შედეგებს იმკის კიდეც…
4) იზიუმიდან აღმოსავლეთით ლიმანის მიმართულებაზე რუსული ძალების გახლეჩვა მოხდა ასევე კრემინადან წამოსული კოლონები ვერ ახდენენ კონცენტრაციას იამპილთან რომ შექმნან პლაცდარმი როგორც ლიმანზე ასევე სლავიანსკისა კრამატორსკზე შესატევად, რუბეძჟნოესა და პოპასნაში მიმდინარეობს ინტენსიური პოზიციური ბრძოლები ბოლო დღეებში განმავლობაში რუსებს წინსვლა არ აქვთ, სევეროდენოცკსა და ლისიჩანს სრულად აკონტროლებს უკრაინის არმია მისადგომებთან ერთად, მთავარი გარდამტეხი ფაქტორი იქნება იზიუმისათვის ბრძოლა რომელიც გადაწყვეტს ჩრდილო-აღმოსალვეთის ფრონტის ბედს…
5) უკრაინის არმის იღებს შორი მოქმედებების ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს რომლის გამოყენებით ინტენსიურად დაბომბება როგორც რუსულია რმის ზურგი და მომარაგების კვანძები ასევე იზიუმში მალევ იგემებენ რუსები მასირებულ საარტილერიო მუშტს, ბოლო ორი დღის განმვალობაში ჩანს მართვადი საარტილერიო ჭურვების გამოყენების პრეცედენტები რომლის საშუალებითაც წინასწარ ხდება მონიშვნა კოორდინატების საფუძველზე და ამერიკული M777-ის მისაბმელიანი საარტილერიო სისტემით ექსკალიბურის ჭურვებით მტრის მასშტაბური დაბომბვა, ბუნებრივია ეს მასშტაბები გაიზრდება რაც რუსულ საოკუპაციო ძალების ეტაპობრივად შეუმცირებს წინსვლის შესაძლებლობას.ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთით ეტაპობრივად ახდენს უკრაინის არმია(92-ე და 93-ე მექანირზირებული ბრიგადები)მარწუხის რკალის შეკუმშვას რითაც და რუსული საოკუპაციო ძალების განდევნა ხდება ჩრდილოეთით რუსეთის საზღვრისაკენ, ასევე წარმატებული რედიებს ახორციელებს ჩუგოევის მიმართულებაზე და სლობოჟნკის მაგისტრალებზე ახდენს ჩასაფრებებს და რუსული მომარაგების ხაზების დაბლოკვას იზიუმუში ჩარჩენილი საუკუპაციო ძალებისათვის.
პუტინის რუსეთის დამარცხება მოხდება ეტაპობრივად ბრძოლის ველზე, ხოლო საერთაშორისო კონტექსტში მისი გაფორმება მოხდება უკრაინის მოკავშირეებთან ერთად…
დიდება თავისუფლებისათვის მებრძოლ ერებს!
დიდება გმირებს
კომენტარები