რუსული ჯარები სწრაფი სვლით კიევისკენ მიდიან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტანკების კოლონა უკრაინის დედაქალქთან ძალიან ახლოს არის. რუსული ტანკები კიევში საბჭოთა სიმბოლიკით შედიან. სროლებიააა კიევის გარეუბანში.
კიევის ქუჩები დაცლილია. ადამიანები ცდილობენ სახლებიდან არ გავიდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ თავი მაქსიმალურად დაიცვან, რადგან დივერსიული ჯგუფები გადაადგილდებიან.
სამხედრო ტექნიკა ობოლონში საცხოვრებელ უბნებში გადაადგილდება. გავრცელდა ასევე კადრები, სადაც ჩანს დახოცილი რუსი ჯარისკაცები. რუსული ტანკები კიევსიკენ ჩერნობილის მხრიდანაც მიემართებიან.
ტვ პირველი
კომენტარები