გამოცემა UNIAN -ის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. სახელდება სავარაუდო ნივთიერება “ზარინი”, თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნამდვილად იქნა გამოყენებული ქიმიური ნივთიერება და კონკრეტულად ზარინი, რომელიც ძალიან საშიში ნივთიერებაა სიცოცხლისთვის, ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქიმიური ნივთიერება რუსულმა ჯარმა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს. გამოცემა წერს, რომ ინფორმაციას აზოვის ბატალიონის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულური დარღვევა და ატაქსიის სინდრომი აღენიშნებათ.
კომენტარები