უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლაშა რუხაია, რომელიც ერთ-ერთია ვისაც მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა, მედიასთან ამბობს:
“არ არის გამორიცხული ამ ხალხზე, ვისზეც რუსეთმა სასჯელი გამოუტანა ამ პრორუსმა ხელისუფლებამ ჩვენმა, რამე პროვოკაცია მოგვიწყოს. უკრაინაში დამაჯილდოვეს და მე ამაყი ვარ ამით. ორ ომს გადავურჩი, რუსულმა ტყვიამ ვერ შეგვაშინა და არც მათი დამპალი სასამართლოს შიში არ მექნება, თავაწეული ვივლი ყოველთვის”, – თქვა ლაშა რუხაიამ.
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა “ქართული ლეგიონის” წევრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან. დაკავების ორდერი ლეგიონის ოთხი წევრზე გასცეს.
კომენტარები