თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
“ეხლა ძალიან ვღელავ და თავს ძლივს ვიკავებ რომ საკუთარ პრინციპს არ ვუღალატო და პირველად არ შევიგინო საჯაროდ ამ უსინდისო ცილისმწამებლებზე და იმ სულმდაბალი ბრბოს წარმომადგენლებზე, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ჩემს პროვოცირებას შეურაცხმყოფელი ბრალდებებით.
ჩემს ცოლს წერს მისი სტუდენტობის მეგობარი გოგო და ნიშნის მოგებით ეუბნება: “გიორგი მე პატიოსანი ბიჭი მეგონა და ძალიან სამწუხაროა, რომ თურმე ბარნოვთან ერთად საპატრიარქოს შტურმით აღებას აპირებდა, ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმაც იცოდა და შეთქმულების მონაწილე და ეკლესიის მტერი ყოფილაო… რატომ გაყიდა სული ასეო!”.
იცით, ვეღარც ვიცინი, იმიტომ, რომ ასეთ აბსურდულ ბრალდებას მხოლოდ კომიკური სახე კი არა, უდიდესი ბოროტების ენერგეტიკა დაჰყვება თან!
მე, რომელსაც არც სამსახური მაქვს, არც მანქანები და აგარაკები, არც კურორტებზე არ (ვერ) დამყავს ოჯახი და უხახსრობის გამო ჩემი ცოლის ერთადერთი ბეჭედიც კი (ერთადერთი რადგან 5 წლის წინ სახლი გაგვიქურდეს და ყველა სამკაული მოგვპარეს, მხოლოდ ქორწინების ბეჭდები დაგვრჩა, რადგან ხელზე გვეკეთა) ლომბარდში გვაქვს ორი წელია და თვიდან – თვემდე მეგობრების შემოწირულობებით, ნათესავების მოწოდებული პროდუქტებით და ვალებით ვცხოვრობ, ძონძებით ვიმოსები, და მოდით და ნახეთ ვისაც არ გჯერათ!.. თურმე სული მაქვს მიყიდული ფულზე და რაკი უღირს სასულიერო პირებს ვამხელ, ამით ეკლესიას ვებრძვი?
სწორედ КГБ-ს შვილობილ საპატრიარქოსთან ოპონირების გამოა, რომ ყველა სამსახურიდან გამომიშვეს და დამტოვეს უარაფროდ!..
თქვე უსინდისოებო, რამდენი სიმწარე და გაჭირვებაც მე მაქვს, როგორ დაგწყევლოთ და იგივე როგორ გისურვოთ, როცა მორალი და ქრისტიანული შეგნება მაინც არ მაძლევს ამის საშუალებას!
მაგინებთ – არ გპასუხობთ!
მწყევლით – არ გპასუხობთ!
ხელით მეხებით – არ გპასუხობთ!
ცილსმწამებთ – არ გიძულებთ!
ხოდა, გული მაწუხებს და ვცდილობ არ დავითრგუნო თქვენი უსულგულობის გესლით…
ეს ერთადერთი სიმდიდრე – ოჯახიღა დამრჩა და ჩემს ცოლს მაინც ნუ გამიმწარებთ თქვენი ზომბირებული შხამით!”
კომენტარები