უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში „სხვა ფორმატით“ იმუშავებს.
„მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის მანძილზე პრეზიდენტ ზელენსკისთან კონსულტაციებს მართავდა და მათ სხვა ფორმატი მოიძის, რომლის ფარგლებშიც იმუშავებენ -ეს ახალი პოზიციაა“, – განაცხადა არახამიამ უკრაინულ მედიასთან საუბარში.
„ეს პრეზიდენტის ინიციატივაა. ჩვენ გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პრეზიდენტმა ეს მიხეილთან უკვე შეათანხმა. ეს მალე გახდება ცნობილი, შეიძლება დღესვე, ცოტა მოგვიანებით, ან შეიძლება მომავალ კვირას”
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.
ipn.ge
კომენტარები